აღმაფრენა
ლურჯად ლივლივებს ცა საფირონის, ციდან იღვრება ზეცის მირონი, ნედლი ტოტების სურნელით თვრება რიონის მწვანე სანაპირონი. ცაში დაჰქრიან, ცელქი, მერცხლები, ზილფებჩაშლილი დგანან ძეწნები. ტყის ჟრიამული სულში მეღვრება, გულო, მამულის ცქერით ვერ ძღები. სურნელს აკმევენ ცაცხვის ჩქოლები, როგორ შევხედო ცივი გონებით, მაყვლის ბარდებში სტვენენ ჩიტები, მურყნის ტოტებზე იადონები. ჭყუმპალაობენ წყალში ბატები, თითქოს მღერიან წყალზე ხიდებიც, ცაზე ღრუბლები მიფარფატებენ, ვით საოცნებო სერაფიტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი