III. არავის ტყეში: მოგონებები
მთიდან მოვდივარ არავის ტყეში, არავინ მელის, არავის ვიხმობ და ამ მომაკვდავ არემარეში, არავინ მღერის, არავინ ფიქრობს. ამ სიცივეში არავინ კვდება, მაგრამ მერწმუნე სიკვდილი გიჯობს, ამ სიჩუმეში არავინ ყვება, მაგრამ სიჩუმე თავადვე გითხრობს. "მე მაქვს ათასი სახელი ძველი, რომლებიც დამარქვეს მე ტყემ და ქარმა! შენ ღამის მეფევ! შენს მოსვლას ველი! მაინც მომაგნო შენმა ავდარმა." არავის ტყეში, არავინ ვდგავარ, ვუყურებ არავის აჩრდილებს თითქოს და ალბათ მათი წარსული მესმის, ვიცი რომ მხედავს, მესმის რომ ფიქრობს. "-გელოდი ძმას მაგრამ მოხვედი მტერი, ნისლის ქალაქი აქციე საფლავს, თან მოიტანე სიკვდილის მტვერი, სიტყვად სისხლის ხანჯალი გახლავს!" არავის ტყე ვარ და მასში დავქრი! ამ ტყეს ვუყურებ წყვდიადის ბოლოს, მისი სიჩუმე და ქართა ენა, მესმოდა არავის და არავის მხოლოდ! "-მე ამ წყვდიადში ურჩხული ვიყავ, რატომ არასდროს კეტავდი კარს? - ამ სიცივეში სახლი იყავი, კედლად ედექი ჩემში ამ ქარს!" არავის ტყეში, მე არსად ვდგავარ და მე არავინ აღარსად მიხმობს, მე არავინ ვარ და ამ წყვდიადში მე არასოდეს არავის ვინდობ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი