არარაობა
თავზედ გადგავარ არარაობას და მე სხვაობას ვერ ვხედავ შენში, თვალში გიყურებ საცოდაობას, ავსიტყვაობა გიკვირს შენ ჩემში, შენ სასაცილო სანახაობავ, გამბედაობას ვერ ვხედავ შენში, ზიხარ მიჩვეული უმოძრაობას და ბედშავობას ეჩვევი შენში. როგორ მიყურებ უსუფთაობავ, განუკითხაობას ვხედავ მე შენში შენ არ ელოდი საშიშროებას, სახესხვაობას ვხედავ მე შენში, შენ გიზიდავდა უმართაობა და გულქვაობა გხიბლავდა ჩემში, მე კი გაჩვევდი შეუზღუდაობას, გულღიაობას ვკლავდი მე შენში. ვეღარ დააღწევ თავს ამ ტყვეობას, უსასრულოს ვერ დაიტევ შენში, და უსასრულო ამ მარტოობას, ეგ უმწეობა ჩაკეტავს შენში! მოვედი მეც როგორც არარაობა, საცოდაობა მოვკალი შენში. მე შენთან დავრჩი, როგორც წყევლა და... უკვდავებას ვპოულობ შენში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი