დაკარგული
მოხვედი მაშინ, საშიში ვიყავ, ამოვუკერე სიკვდილსა პირი, მოხვედი ლაღი, ნაზი, თვით სევდა, მაშინ ვუნახე უფსკრულსა ძირი. წლები აქ მარტო, სულ მარტო ვიყავ, კაცისა სული არ იყო ხშირი, მე მოვიარე მთელი ქვესკნელი, წლები არ მინახავს მე ზედაპირი. დამტოვე მარტო! სულ მარტო ვიყავ! რაღა აზრი აქვს ტყუილად ყვირი! ან ამ წყვდიადში მე რომ მარტო ვარ, შენთვის რა არის აქ გასაკვირი? შენთვის აქ ყოფნა არ მიდის ლაღად, ვხედავ გიჯდება ზედმეტად ძვირი, ალბათ აქ მხოლოდ მე დავრჩი საღად, ალბათ უფსკრულის თვით მე ვარ ჭირიც. ერთი იცოდე, გახსოვდეს მუდამ! შენ არ ყოფილხარ ღმერთისა გმირი, შენ მის გეგმაში წვრილმანიც არ ხარ, ალბათ როლი გაქვს უდაოდ მწირი. მაშინ აქ რა გსურს? რისთვის მოხვედი? და რაც მოხვედი სულ რატომ ტირი?! შენ ვერ იპოვი იმას რაც გინდა, არც მას არ უნდა აქ შენნაირი! მიიღე რჩევად ან თუნდაც შველად, უფსკრულის აზრი მხოლოდ ერთშია, მაშინ მიაღწევს ხე სამოთხემდე, თუ ფესვი მისი ჯოჯოხეთშია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი