IV. არავის ტყის შემდეგ: გვამთა ქალაქი
მე მათ ვანახე მკვდარი ქალაქი, გვამთა კოშკები ვაშენე ძვლისგან. მე დავანახე მათ სისხლის წვიმა და დატბორილი ქალაქი მისგან. გამოვიჩინე თავი ამაყად, რომ დამინახეს იქვე გაშეშდნენ, ქანდაკებებად იდგნენ იქ მყარად, მადლობას იხდიან რომ არ გალეშდნენ. ვდგავარ ქალაქის კარიბჭის თავზე, თვალი მოვავლე ქალაქს გულგრილად, აღარც სიკვდილი, აღარც ხმაური, ყველა სიჩუმეში მოვკალი ცივად. ბოლოს წარმოვთქვი სიტყვები მკაცრად, გავარდა ზეცაში ხმა თითქოს მეხი და რომ არავის გამორჩეს არსად, რომ აქ არასდროს დაედგათ ფეხი! "მე ვარ ის რაც სიკვდილს მოაქვს! ის რომელიც ღამით ყვავის და მოვედი იმისთვის, რომ გავხდე მბრძანებელი ღამის!" თან გავიფანტე ვით კვამლი ცაში და გავაგონე ჩემი ხმა ყველას, ცივი სინანული შემეტყო ხმაში, მაგრამ სინანულიც ითხოვდა შველას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი