საიდუმლო


ნისლის კაცმა ტყეს გაანდო თავის ყველა საიდუმლო.

ტყემ თქვა - "დღეს მე წვიმას ვეტყვი იმას, რაც მითხარი უთხრას მიწას".
მიწა გისმენს, ხმას არ იღებს, არც არასდროს გეტყვის რას,
მაგრამ გისმენს, ჩუმად გისმენს და არასდროს ეტყვის სხვას.
უცდი მას და ელი სიტყვას, თუნდაც ბოლო სიტყვა თქვას,
ჩუმადაა და შენ გიცდის რომ გადასცეს შემდეგ ქვას,
ჯაჭვი შეკრას, გადააბას, გაატანოს შემდეგ ქარს, 
ქარი აზრს კი მიმოფანტავს, დაგავიწყებს მალე მას.
შენ კი ცარიელი დგახარ, უსმენ ცივი ქარის ხმას,
ფიქრობ ნეტავ სად წაიღო, იცი არას გეტყვის თან,
თვალიც ვერ დაახამხამე ის კი უკვე გასცდა მთას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი