ღამე და მთვარე


ღამე - მთვარეს ვუყურებ ხის ქვეშ მჯდომარე.

- ნისლში მოხვედი, როგორც სანთელი,
პირველად იყო სინათლე წყევლა,
პირველად  იყო ღამე ნათელი
შენს სინათლეში ვხედავდი შველას.

მთვარე - გიყურებ ღამე, როგორც მოყვარე!

- შენთან მოვედი და ღამის ყვავილს
ვზრდიდი მე შენთვის, გავზარდე ნისლში,
შენ კი იყენებ მას როგორც მახვილს
დასვარე ათას ცრემლში და სისხლში!

ღამე - გთხოვ შენი სინათლით მე დამიფარე.

- ამ ცივ ავდარში სახლი იყავი,
კედლად ედექი ჩემში ამ ქარს.
მე ამ წყვდიადში ურჩხული ვარ,
შენ კი არასდროს მიკეტავ კარს.

მთვარე - შენ მცველი იყავ! იყავ სამარე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი