V. რკინის ხეობა: ამბავი მეფეს
- მოვედი მეფეო, რომ მოგახსენო, ალბათ ამ ქალაქს მოვა შემდეგში. მარტოა, მაგრამ სულაც არ მინდა, წინას უდრიდეს ესეც შედეგში. "მახსოვს ყორანი შავ მზეს რომ ეცა, მახსოვს სიცოცხლე მოკლული ხმლისგან, ტიროდა ქალაქი, ტიროდა ზეცაც, ვეღარ იღებდა სინათლეს მზისგან!" მეფე ზის ჩუმად და უსმენს ამბავს, ცივ თვალს შეატყობ, ათასსა საქმეს ყველა გარშემო სიტყვებს ვერ აბავს, ელოდნენ ხმაურში მეფისა სათქმელს. - მხილველმა ძველად დაწერა რაღაც, ოდესღაც დადგება უკვდავი ღამე. ჩემმა მრჩეველმა იკითხა სადღაც, მაშინ რა უნდა მეფიქრა რამე. "ჩააქრობს დიდ მზეს ყორანი ღამის, გადაიქცევა ცა ლურჯი წითლად, ღმერთების სიტყვას გაუჩნდება ბზარი, სიტყვით მოსატანს, მოიტანს სისხლად." ყველას ღელვა შეეტყო ნათლად, თითქოს ყველანი ელოდნენ მხსნელს, ელოდნენ ბნელში მოვლენილს სანთლად, სინათლით მოსულს უკანასკნელს. თან ნელა გაიღო დარბაზის კარი, იდგა დარაჯი კარის ნაპირზე, ხმას არ იღებდა იდგა ვით მკვდარი და ერთი სიტყვა მოადგა პირზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)