VI. რკინის ხეობა: სტუმრობა ძმასთან
დარაჯი - მტერი! დაეცა ძირს და თან მიხვდა ყველა, რომ ახლა იყო მაგათი ჯერი, იდგა კარებში თვით ღამის მეფე, იდგა დარბაზში სიკვდილის მტვერი, მეფე ზის ჩუმად, მის მოსვლას ელის, კვამლში გამოჩნდა შავი თმაწვერი, შიში შეიგრძნეს ფიქრების მწველი თითქოს არ ენახათ ასეთი მტერი. -"შავხან, გელოდი ძმას მარა მოხვედი მტერი, ნისლის ქალაქი აქციე საფლავს, ახლა თუ იქნება ხეობის ჯერი, ჩემს სიტყვას ჩემი ნაჯახი ახლავს." დარბაზი აიღო იმ მწველმა შიშმა რომლითაც შავხანი ეწვია ტყეს და წამში გამქრალი "ღამის ზამთარი" მისი ძმის უძრავ კისერს ადევს. შავხანი - "დღეს ჩვენი ბრძოლა არ იქნება მამბერ, დღეს მე დავეცი რკინის ტყეს მეხად, იცოდეთ ყველამ რომ დაიწყო ომი, მეორედ მოვალ თქვენს ასაჩეხად"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)