I. არავის ტყეში: ცრემლების ხეობა


.შავ ნაბადებში რვანი არიან, ჯაჭვის ნიღაბი დაუფარიათ.
რვავე თითქოს ძმანი არიან, საუბარი კი გაუგებარია.

სრული სიჩუმე, არავინ ღელავს, არავინ ცეკვავს, ღამეა შავი,
მიყურებს ყველა, უძრავად დგანან, ვითომ მაგათთვის მე ვიყო ავი.

მოვიდა ერთი, მაფარებს ნაბადს, ვგრძნობ მე ამ ნაკადს, ვერ ვმართავ მკლავს,
ვიხეხავ სახეს, ვღრიალებ! ვყვირი! ვიხეხავ ფრჩხილებით სახეზე კანს!

იხსნის ნიღაბს და ჩემს სახეს ვხედავ, ვერაფერს ვბედავ, ვუღიმი ტკივილს.
თვალები მკვლელის, თვალები ბნელის, ვხედავ ათასი კაცისა ყვირილს!

მაფარებს ნიღაბს, ვგრძნობდი რომ მიცავს, ვგრძნობდი მე შვებას უსახო თავზე,
მიბოძებს გვირგვინს, შავ მეფედ მრაცხავს, თან ცივი სევდა შევატყე ხმაზე.

არ უკვირთ ტყეში რვა ძმის სიმღერა, მთა არ დაძრულა არავის ხმაზე,
მივმართე მზერა, თან ჩემი ბგერა, ისმოდა მაღლა ცოდვილთა მთაზე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი