იგი


პრეისტორიული ლექსი)
ჯემალ ქარჩხაძის ხსოვნას

ეჰაუ, ფორი დაჰყრია თხილნარს,
მზე მოაბოტებს სადღაც იქიდან...
“ცამ გაახილა დღის თვალი ფრთხილად”,
მთვარე ზურგს უკან გადაიკიდა.

აამღელვარა მუხები სიომ,
ნუნისთან თვალი დახუჭა ელდამ,
ჩიტი კვნესოდა წიო და წიო,
დარდობდა დიდი ვეშაპის დედა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი