ვანი
სავანე, გინ დავანება, სიტყვაში ცურავ ჩქერის კალმახი, გალაქტიკების მღვრიე ბანებმა აღმოგაცენეს ლორთქო ბალახი... და რომ არ ჩახმე იგი მოგხედავს, ღრუბლებს მორეკავს უთეთრეს ფთილად... კვლავაც გიდარდებს ვეშაპის დედა, `როს ცა გაახელს დღის თვალებს ფრთხილად”. სამშობლოს ჩიტი `ბეღურები სამშობლოში კვდებიან” ახლა ყვავილობს ჩვენში კეხურა, ტაროსი დადგა ერთობ უწესო, არ დამისველდე ჩემო ბეღურა, სამშობლოს ჩიტო, _ უერთგულესო! გამოგივლია ცივი ზამთარი, ციოდათ ალვებს ცაში აჭრილებს, არ გიძებნია სხვაგან მთა-ბარი, შენმა ფიჭვებმა გადაგარჩინეს. პატარა ჩიტო, როგორ მაოცებ, სამშობლოსავით... ვოი, ბედკრულო. მოდი გაგათბობ, თან ბევრს გაკოცებ, ჩიტო ბეღურა, _ ქალზე ერთგულო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი