მინდა...
`თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები”. იოანეს სახარება; თავი 13; მუხლი 14; მინდა დაგბანო ფეხი და მოვიყარო მუხლი, მინდა გემთხვიო მუხლზე, მინდა გაგყარო მწუხრი. დავტკბე კულულთა ვარცხნით, სახეს მიშრობდე თმებით და სავსე იყოს ვარცლი, შენი თვალების ტბებით... მინდა ამაღლდე შურზე და არ გვრისხავდეს მეხი, მინდა მაკოცო შუბლზე, მინდა, დაგბანო ფეხი... ტერფებს გილბობდეს ნამი, თვალთა შენთა და ჩემთა... და ეს დიადი წამი, ჰგავდეს უფალთან შერთვას... მინდა დაგბანო ფეხი... მინდა გემთხვიო მუხლზე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი