... (ჩემი ფანჯრიდან)


ჩემი ფანჯრიდან,
ქუჩის ხეებთან
ჩემი თავი დავინახე:
სციოდა...
სტკიოდა...
სწყუროდა...
თითქოს არც იტყობდა,
არც თვალებიდან სდიოდა ცრემლი,
არც მუხლები არ ეკეცებოდა.
მხოლოდ ეს იყო:
დაღლილ მხრებზე 
ბეღურები უპირებდნენ ჩამოსხდომას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი