თოვა


მხვდება თოვაში ლამაზი ქალი,
სხვისი საცოლე ან სხვისი ცოლი...
და აღტაცებით უგონოდ მთვრალი
მათოვს და მათოვს თოვლი და თოვლი.

თვალები... ტანი... და მიქრობს სევდას
ცა თოვლით სავსე და ქუჩა წყნარი,
და სამუდამოდ ხსოვნაში მრჩება
განათებული, კამკამა წამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი