ღამე


ღამდება, ღამის მაწვება ბინდი,
ღამეც ჩემსავით სევდით მთვრალია,
მე სიყვარულის წამერთვა ნიჭი
და არაფერი არ მიხარია.

ანთებულ გულზე ცრემლი მომენთქა,
და ვერსად ვპოვე მე ცეცხლფარეში,
გამოვექეცი ჩემს მკაცრ ცხოვრებას,
რომ დავემალო უკუნ ღამეში.

ღამეა დიდი, დიდი სიბნელე,
ღამე ქვესკნელის ვიცი ღვიძლია,
მე შემიძლია, რომ სიკვდილს შევხვდე,
ოღონდ სიცოცხლე არ შემიძლია.

გამომეფიტა სული უმზეოდ
და ვხვდები ღამეს, როგორც ფიტული,
დამრჩება საფლავს სიტყვა, -- "უმწეო", --
ჩემი ყველაზე დიდი ტიტული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი