სონეტი შენდამი
მთების სიმწვანე, ნაწვიმარი მინდვრის სურნელი შემორჩენილმა შეირიეს სუსტმა ნისლებმა, თეთრმკერდგახსნილ ცას ძუძუსავით მზე უბრწყინდება, ივსება სივრცე მზის სხივებით მწველით, ულევით. აფეთქებული გაზაფხულით სათნო ყვავილი,-- შენი ღიმილი, სავსე კდემით და მომლოდინე, ზეცის სიშიშვლე, მზის სიმორცხვე, -- გეტრფის ორივე, მშვენიერება უწვდომელი გულში გამივლი. თმები -- სხივები, ბრწყინვალება წმინდა თვალების, შენი სხეულის სიფაქიზე და სისპეტაკე ბედნიერებით უზრუნველად, ლაღად ნეტარებს. განუზომელი სიხარულის ვეღარ დამთმენის, -- მფეთქავი გულის, -- მკერდი ლტოლვას ძლივსღა აკავებს, -- ლამის შევერთო შიშველ ზეცას და სიანკარეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი