იმდენიხნით დაიგვიანე


იმდენიხნით დაიგვიანე,
რომ ყოველდღე მოდიხარ.
ფრთხილად აკაკუნებ კარზე,
ამ ხმას ყველა ხმაში ვარჩევ,
გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობს,
მაგრამ არ ვდგები,
კარს არ ვაღებ.
შენ სრულებითაც არ გწყინს ეს,
უხმაუროდ შემოდიხარ ოთახში
და თან შემოგაქვს
ქარებისა თუ მზის სურნელი,
რომ ჩემს ოთახში დაივიწყო ქვეყნიერება.
არ გეგებები,
სიხარულისგან არ გიკოცნი ლამაზ ყვრიმალებს,
მარტოოდენ შენს სურნელს ვსუნთქავ
და მიხარია, რომ შენ ჩემთან ხარ.
მხოლოდ ღამე ვდგები და
ქუჩაში გაცილებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი