სიცარიელე
ფრთებდამსხვრეული და გაძარცვული, შემოდგომის ცივ ქუჩებს დავყვები, მე დამავიწყდა ჩემი წარსული და მიყვებიან ახლა ყვავები. მკვდარი ხედები, ცივი ქუჩები, არ ცვლის პეიზაჟს ჩემი სხეულიც, ქარს და სიცივეს მსხვერპლად ვურჩები, მარტოობიდან გამოქცეული. გულშეშინებულს უკან მიხედვით, არარაობა მითრევს, მიერთებს, ჩამოდის ღამე, თავის სიბნელით ავსებს ქალაქის სიცარიელეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი