ქალი
შენ, მორჩილების უამურ ლაგამს ღრნი მოთმინებით და გადის წლები, მერე ცხოვრების პროტესტის ნიშნად იხდი და უცხო სარეცელს წვები. იოკებ ჟინით სიცოცხლის წყურვილს საკუთარ თავზე და ბედზე მწყრალი, რომ გამოსტაცო ფერმკრთალ ცხოვრებას თავისუფლების ლამაზი წამი. და ასე უხდი სამაგიეროს ვინც შენში შენი უღმერთოდ ჩაკლა, წაგართვა ძალა და უმწეობას დაგცინის ახლა და გითვლის ნაკლად. თუმცა ცხოვრება უფრო დიდია, ვიდრე მაგ შენი პროტესტის ზღვარი, და ახმიანებს სივრცეს სევდიანს ჩამორეკილი მწუხარე ზარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი