... (ავი ძაღლებით)


ავი ძაღლებით ნადევნი მგელი
ან სხვა რამ მხეცი უფრო ველური,
რომ მიეგდება ბუნაგში შვებით
და დაწყნარებას უწყებს სხეული, --
ნეტარი არის იმისი ტკბობა,
იმის სიჩუმე და იმის ძილი,
სიზმარშემკრთალის ფიქრი და ლტოლვა,
მზესთან შეხვედრა მომდევნო დილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი