... (ქუჩაში მიდის)


ქუჩაში მიდის ლამაზი ქალი,
ქარვისფერ თმებით და მოკლე კაბით,
მიპყრობილი აქვს ათასი თვალი, -
თითქოს ცხელ ქვიშას ეღვრება წყალი.
ქუჩაში მიდის ლამაზი ქალი,
უბრუნებს ქალაქს სიცოცხლის ხალისს,
წყალი და წყალი, ქალი და ქალი,
დგას გაზაფხული და უღვთოთ ჰყვავის...
ქუჩაში მიდის ლამაზი ქალი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი