... (როგორც თოჯინა)
როგორც თოჯინა, ნახერხით სავსე, უცებ მომბეზრდი და მომეწყინე, ჰგავდი წინადღით წაკითხულ გაზეთს, ანდა ბრძოლაში დანგრეულ ციხეს. შენ კი იწექი, ქალის გუმანით გრძნობდი, რაღაცა დიდი ხდებოდა, რომ ვერ შეცვლიდი რამეს მუდარით, რომ ფუჭი იყო ყველა მცდელობა. გარეთ კი წვიმდა, წვიმდა და წვიმდა, წვიმებით იყო სავსე ქალაქი, და ხმაურობდა საათი, - ნიშნად, - რომ არაფერი არის მარადი. მე გავყურებდი ფანჯრიდან ღრუბლებს და წვიმა თავის თავში მითრევდა, მე ვგრძნობდა წვიმას და შენთან უკვე აღარაფერი მაკავშირებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი