უფლისციხე
ვით მეციხოვნე, შიშველ ფერდიდან თვალს მოატარებს საფრთხილით ირგვლივ და უფლისციხის მკერდზე ნებივრად მიეფიცხება მზეს, მშვიდად, ხვლიკი. თითქოს წინაპრის ჩამესმის ხმები, მეც ვდიდგულდები, მივდივარ ახლოს, და დარბაზებში მითების გვერდით, დევი კი არა ეს ხვლიკი სახლობს. დამთავრდა რაღაც და მე ვერ მივხვდი, ნუთუ ეს ქვებიც ქვებია მხოლოდ, აქვე სულ ახლოს ვერხვების ჩრდილში, ღრეობას მართლაც არ უჩანს ბოლო. წარსული იყო, ჰო, უკვე იყო, ჩვენც ჩვენდათავად ავაგეთ ხიდი, არა გვაქვს წყალი, მაგრამ გვაქვს ღვინო, მტკვარი კი მიდის, მიდის და მიდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი