... (მზე ჩადის)


მზე ჩადის და ხეზე ჩიტი გალობს,
შემოდგომას გაუვიდა ყავლი,
შენობების და ხეების ახლოს
წვავენ ფოთლებს, თვალებს მიწვავს კვამლი.

მექცა ძველი ოცნებები ფერფლად,
წარსულიდან მხოლოდღა შენ შემრჩი,
რომ ავდგე და რომ მოვიდე შენთან,
ამის ძალაც აღარ დარჩა ჩემში.

გალობს ჩიტი, ჩიტი გალობს, გალობს,
თითქოს ჩემს დარდს იზიარებს ჩიტი,
სევდით სავსე შენთან ყოფნას ვნატრობ
და მედება ნაცრისფერი ბინდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი