მზის მიძინება
მზის მიძინება მზე მიესვენა, მიძინებას გულმინდობილი, გული ლოდინის მინაზეა შუბლმიყრდნობილი, გულს გასერავენ ბნელზე ბნელი სვლებით ლანდები, ციცინათლებად გაიშლები, გარიალდები, გულს გაანათებს ამ ღამეში ბავშვი-ჩითილი, აქ მზესუმზირებს ქარებთან აქვთ ისევ ჭიდილი, დაღალულ ჯვრებთან დაყუდდება კვირაცხოველი, დაღლილობისთვე მდორეებით მიმაცხრომელი, მზე მიესვენა, მიძინებას გულმინდობილი, გული ლოდინის მინაზეა შუბლმიყრდნობილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი