სულის უხმო ფსკერი
სულის უხმო ფსკერი განთიადი შემოაწვა სარკმელებს, სული დუმდა სხვა მთვარეთა ნაღველით, სულზე გრილი თეთრი მისარქმელიდან, სხვა სივრცეა კრძალვით დაუნახველი. ისევ გახსოვს ღამეების სიგრილე, მთვარეები თეთრ ფარფლებზე მგლოვარი, თეთრი სვეტი, უხსოვრობით მიხრილი, თეთრი ტანი, თავის თავის მგვემარი. ვიცი, რომ ცა სულის უხმო ფსკერია, რომ ეთერში ცახცახებენ ხბორები, აღმოსკდება ანგელოზი ქვევრიდან და სიცოცხლეს ბაგით ეამბორება. მე ვარ მარტო და სიკვდილის ზღრუბლები ლეთის ახლოს მოგონებით გამთბარი, მოვა ქარი, აირევა ღრუბლები, შიშველ რტოებს სიყრუისკენ დაზნიქავს. განთიადი შემოაწვა სარკმელებს , სული სდუმდა სხვა მთვარეთა ნაღველით, სულზე გრილი თეთრი მისარქმელიდან სხვა სივრცეა კრძალვით დაუნახველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი