უცხო


უცხო

მთვარის სინათლეში არის მიგდებული,
გულდანათოვარი და გულგამიჯნული.
ღამე აქვს ვარსკვლავებზე თავი მიდებული,
ის არის დაკარგული და მთვრალი მიჯნური.

ის არის გული მიჯნურთა ამბორების,
ხეა ბუდეგრილი და ხმა პირდაპირი;
ის არის სევდიანი სულის განბორებით,
ის ტირის, როცა ახლოა ბირდაბირი.

ის არის ნექტარი -ბარათი ბარამბოსი,
ის არის ტარიგი, ჩვენთვის განტეხილი,
ვარსკვლავი შუბლმაღალი, ნეტარი აბოსი,
და უღელტეხილებზე მბორგავი ქარტეხილი;

ის არის შვილმკვდარი დედების საგოდისი,
ის  არის ”მისთა ნაკვესთა წინწალი”.
ის არის კენწერო, ნაძვების პაგოდისი,
და გულს ჩალურსმული სხივების ფიწალი.

მთვარის სინათლეში არის მიგდებული,
გულდანათოვარი და გულგამიჯნული.
ღამე აქვს ვარსკვლავებზე თავი მიდებული,
ის არის დაკარგული და მთვრალი მიჯნური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი