მიუწვდომელი


მიუწვდომელი

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. 
ცხოვრება არის ლაბირინთი,
მილიონუჯრედიანი კროსვორდი, 
მილიონკლავიშიანი ორღანი. 
რომლის ბოლოს ვერ პოულობ,
მაგრამ ამ ძებნაში სიცოცხლე საინტერესო ხდება.
ჩვენი დაბნეულობა და ლაბირინთიდან გამოსავლის ძიება ქმნის
სიცოცხლის ფეიერვერკს, ოცნების ფრანებს
და ლოცვისათვის აპყრობილ ხელებს.
მიუწვდომელი სურვილების, ოცნებების მეშვეობით ფართოვდება
ღმერთის უკიდეგანობამდე ადამიანის სული.
მიუწვდომელი მაღალი თაღია,
რომელიც ჩვენს ხმას ასმაგი სიძლიერით ახმოვანებს.
მიუწვდომელი არის სულის ერთადერთი სამოძრაო სივრცე,
მიუწვდომელი ჰაერია, რითაც ჩვენ ვსუნთქავთ.
მიუწვდომელი არის ერთადერთი უცდომელი საზომი,
რომლითაც ჩვენს სულს ვზომავთ და უსასრულობას ვეტოლებით.
აბა, წარმოიდგინეთ, რაზეც ვოცნებობთ, იმწამსვე ასრულდა.
რა გამოვა?
გაქრება ალბინონი. პლატონიც. დანტეც. იბნ არაბიც.
მიუწვდომელი ბადებს ხელოვნებას, აზროვნებას და მბადებს მე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი