სიცარიელის სიმღერა


სიცარიელის სიმღერა

მხოლოდ ოცნებასთან მიახლოვების პროცესი
აღგვავსებს სიხარულით, და არა ოცნების ასრულება. 
ის, რასაც მივაღწევთ, სწრაფადვე უფასურდება, 
მაისის თოვლივით უკვალოდ იკარგება,
თითქოს და ამდენი არ გვერბინოს ამისათვის. 
აი, მოვიხელთეთ ის ამდენი დევნის შემდეგ, 
მაგრამ ის უკვე სხვაა...
ის მუდამ შეცვლილი სახით გვეცხადება
და ევრიკიდესავით უკვე სინათლეს 
მიახლოვებული სულს ლევს, 
ჩვენი შეხედვით, ჩვენი სიახლოვით. 
ჩვენ მას ვერასოდეს გადავიყვანთ რეალურ სამყაროში, 
მისი სისხლი და ხორცი სხვა სამყაროს ეკუთვნის. 
ის არის ჯოჯოხეთის და სამოთხის გადამკვეთი წერტილი 
და მისი ცისარტყელაა ჩვენი სიცოცხლე,
რომელიც ყოველწამიერად იბადება, 
რომელიც ყოველწამიერად სულს ლევს, 
მოქცეული ოცნების გაზაფხულს
და ოცნების ზამთარს შორის. 
სწორედ მათ შორის ელვარებს სიცოცხლის ფერადები, 
სწორედ მათ შორის ფარფატებენ 
სიკვდილის ყვითელი ფოთლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი