ერთში ჩანს
*** ის ესაუბრება მას, ვინც შენ ხარ და არცა ხარ შენ, მას უყვარს ის, ვინც შენ ხარ და არცა ხარ შენ, ის ტოვებს მას, ვინც შენ ხარ და არცა ხარ შენ, ის მიდის მასთან, ვინც შენ ხარ და არცა ხარ შენ, ის იცნობს მას, ვინც შენ ხარ და არცა ხარ შენ, ის მარტოობს მისთვის, ვინც მასშია და შენს სარკეში დაინახა, მილიარდი სარკიდან მხოლოდ ერთში ჩანს ჩვენი სახე, მილიარდი სარკიდან მხოლოდ ერთშია დროის წარმომშობი წერტილი, მილიარდი სარკიდან მხოლოდ ერთია კარი, საიდანაც ჩვენი სულის დარბაზებში შევდივართ. მილიარდი სარკიდან მხოლოდ ერთში ჩანს ჩვენი სიკვდილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი