სევდა


სევდა

მაგ ვენახში რომ დადიხარ,
გულს გეხვევა ფიქრის ხვია,
ღვინოს არ სვამ, ზიხარ მარტო, 
მარნის კარი არის ღია, 
ზიხარ სკამზე და წარსული 
სურათებად შენ წინ ყრია,
სახლის ჭერზე თაგვი დაკრთის, 
მარნის ჭერზე დახტის თრია,
ჩვენ წავალთ, სხვას გათანგავს
ჭრიჭიჭინების ჭრია-ჭრია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი