თაგვისარა
თაგვისარა ვარსკვლავებივით ციმციმებს თბილი, ელვარე ხატი- შენი, ქვის არა. თოვლსაც ირიბად ეხსნება პირი, როცა ანათებ იქ თაგვისარა. შენი ეკლები ასხია დრო-ჟამს, შენ სახელშია სევდა თაგვების, ხარ მათი გერბი, ხარ მათი დროშაც, ნიავის ქროლვას შენ არ აყვები. თაიგულივით მოგიტანს მამა, შენით ნელნელა ქვევრს აკრიალებს. ბრიალებ, ელავ წარუვალ წამად. (ხაფანგში თაგვი უხმოდ წრიალებს.) ვერ გავაღწიე წარსულის მიღმა, დამყვება სულ და არ მავიწყდება. მომესმის მისი ნაბიჯების ხმა, სხვების ხმაური როცა მიწყდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი