უცნაური სიმშვიდე
უცნაური სიმშვიდე გულში ეული ოქროს დღეა, როგორც სიმშვიდე ხეში, ცულში. სიკვდილ-სიცოცხლე იგივეა- დასაწყისია დასასრულში. უიმედოა ფოთოლცვენა, თუ არ მოელი ყვავილობას, თუკი სიცოცხლემ გამიხსენა, აღარ ვიხსენებ დაღლილობას. გულმა სინათლე თუ იპოვა, სიო გადუფრენს ამ მთებს წამსვე, აქვს გულს ბუმბულზე მცირე წონა და თვალი ცრემლით არის სავსე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი