შემოდგომის სიმღერა


შემოდგომის სიმღერა

ფრთამოტეხილ გრიგალივით
მარტის თვიდან იანვრამდი,
ვერ ცემს ძველებურად გული,
ველზე დაჭკნა ჩემი ვარდი.

ყველგან ვეძებ ვერ ვპოულობ,
სადღაც გაქრა მისი მადლი.
შემოდგომის გამხმარ ულოს
შენს ბავშვობის დღეებს ვადრი.

ძილში მინდა, ისევ მწამდე,
მივყვებოდე მთვარის ბადროს.
შენ შეხედვას სიკვდილამდე,
მერეც უსასრულოდ ვნატრობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი