ჩურჩული სიბნელეში
ჩურჩული სიბნელეში რა კარგი არის სიცარიელე, აქ ხომ ვერავინ შემეცილება, არც მისალმება მომიწევს გრილი, არც თვალზე ცრემლი, არც გაცილება. გულში ფიქრების ჩუმი რიალი, მხოლოდ ეს არის ჩემი უფლება. სულ არ მაღელვებს სოფლის წრიალი, ცა იწმინდება, თუ იქუფრება. როგორც იები მარტივი–ციდა, მინდა სიტყვებიც მარტით ელავდნენ. რა დიდი გზაა მარტოკაციდან სიზმარში ნანახ წარმოდგენამდე. რა კარგი არის, რომ ვერ ვიძინებ, ვარსკვლავებს დიდი ხმა ემატება. როცა თვალებში სხვას შესციცინებ, ჩემს გულში ელავს შენი ნათება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი