ზამთრის ძილი


ზამთრის ძილი

მე ახლა მძინავს ზამთრის ძილით და უსიზმრებოდ,
მერე ხანდახან ტკივილი თუ ძილში მაღირსე,
შენი წარსული სიხარულის ფერადი ექო,
შუა ზამთარში მობრუნდება ჩემი ბაღისკენ.

გამოაღვიძებს გაზაფხული, ხეზე ამძვრალი
ტყეებს, მდელოებს და თვალებში ცეცხლს გააჩაღებს,
ამოვარდნილი მწვანე ალის დიდი ხანძარი
ისევ აანთებს ფირისულას, მის ფერად ჭაღებს.

წარსულის ხსოვნა დაკარგული ჩვენი ფესვები,
მზის სხივებს გრძნობენ, სიბნელეში გზას ვერ იკვლევენ.
ვწრიალებ ძილში, გულნატკენი, სიზმარში მესმის,
თოვლქვეშ კრიალა წყაროები მილიკლიკებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი