მოლოდინი
მოლოდინი ჩემი სიცოცხლე- მოლოდინის ბოლო წერტილი, სადაც სიზმარშიც კი ციმციმებს შენი ხმის ლოლო, ამ სიტყვებს ვიცი, ის ვარდები არის შეზრდილი, რომელიც მინდა ფანჯარაში შენსკენ ვისროლო. მთვარის კრიალი, შენი მთვარის, ჩემს გუბურაში, მიგდებულ გზაზე. ბნელ მინაზე ჭირხლის ყვავილი. გარეთ ნაძვები. უსასრულო ღამის ბურუსი. ჩვილის ხმასავით იდუმალი-კატის კნავილი. დაღლილი გული და რაფაზე დიდი ალოე- თავის მწვანეში გაზაფხულის ფერებს ინახავს. მე ჩამეძინა, გათენება ვერ ვიალოვე და სიზმარშიაც შენი სახე არ დამინახავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი