სამშობლოვ!
სამშობლოვ! სამშობლოვ ჩემო! ღვთის მშობლის მადლით,განათებულო შენ, სიმარტოვის ბნელ ბილიკებზე,ზურგში დარტყმისგან დამარცხებულო! ჩემო ქცეყანავ! დიდო მარადო შენ! სილამაზევ ზურმუხტის ფერზე, არვინ გიცავდა,არვინ გწყალობდა,თვითონ ზრუნავდი საკუთარ ერზე. ბევრს გული ტკიოდა შენთვის,ბევრიც შენს თავს ნატრობდა ... მტერი უბადრუკად ქებული შენი გასაჭირით ხარობდა. წამებს ვითვლიდით და ვგრძნობდით თუ როგორ ღელავდა ზეცა, და მტერს, სულბინძურად ქებულს. სიკვდილის სურნელი ეცა, ეცა და გაეღიმა გვერდზე,სულს კი უნებლიეთ ღაფავდა ეგონა საქართველოს ცრემლით,მისი ტანჯვაც დამთავრდა... ჩვენ კი შველას ვთხოვდით ღმერთს და გული გაგვეკაწრა, სევდით. გაჭირვებულებს და გლეხებს არვინ აღარ ედგა გვერდით, წუთები მიაპობდნენ აღმართს,ხალხი დაისეტყვა მოთქმით ვინც კი საქართველოს სჭამდა,ყველა დასჯილია მოდგმით... დაე აღარ გვქონდეს ცრემლი,მოდი გავიხაროთ ბედით და რაც დაიღვარა სისხლი ახლა,ვენახს დააქვს მტევნით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი