ცრემლები
* * * ცრემლებმა შთამაგონა , გოდების არე ხაოებს მივყვები და წუთები რბიან... ბურჯი,არევა და უბრალო რამე, ცხორების მეთოდებს, ფურცლებით თვლიან ნათლობა სხეულის,უკუნისამდე გამოსახულებას ფერს უცვლიოს გვიან, და შენს ვაებას, ჩემგან გამოსულს არავინ დაუცდის დღეები რბიან... მელოდიურია შენი ენა გრძნობა სიმარტოვის, თითქოს იწვის შენი ოსტატობა არ იცის ბევრმა. მარხვა დამარხული მიწის, ზღვა თუ არ ღელავს, მე მაინც ვიღლვებ ჩემგან ზიზღი არის გამოსული. ცაში ავიჭრები და მეხად ვიელვებ, მიწაზე დავეცემი მარტოსული. მაინც კედლებად ხარ აშოლტილი, და შენი წადილი მაინც, მომერია და თუ მომენატრე გამოგივლი... მისამართს ვერ ვცნობ,რომელი ნომერია? მოდი! აღარ გვინდა ეს ხუმრობა, გრძნობა დავითვალოთ,სიკვდილამდე გაბოო! რმერთან მინდა მე სტუმრობა, მოდი! სიკვდილამდე წამიყვანე. მუდამ აღმართია,ვერ ვხედავ დაღმართს აი გულწრფელობა? შენთვის მომინდია, სიტყვები უსრიალებს, გრძნობას თვალწარმტაცს და ეს კი ჩემთვის, ცრემლების მოტივია. მაინც,სიმართლისთვის ვსაუბრობდი თვითონ, სიმართლეზე მოსაუბრე... ცინიკურ ღიმილებსაც გავურბოდი, აქ უკვე წერა დავასრულე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი