ლამაზი სახე!


გადაბორდზიკდა.ლამაზ სახეზე
გაშლილი თმების ხვეული ჯარი;
გადატრიალდა თვალის მახეზე .
ასე უეცრად ამღერდა ქნარი.
და მეც უვიცად მეცა სურნელი
შენი თმების. და გაღიმებისა
შენს სახედ გამოიკვეთა ღრუბელი
სიყვარული მსურს,მაგ თვალებისა
ნეტავ გიყვარდე შენს ხელს ვითხოვდი,
მეყოლებოდი მთვარის მაგივრად.
ტრაქტატულ სიტყვებს დავივიწყებდი,
ირეალურად შეგიყვარებდი თანაც ნამდვილად.
პროტოტიპი ხარ უმიზნო ვნების.
ლერწამი დარდით დამშვენებული,
შენ ნოტები ხარ სათნო ოცნების.
ლამაზ ბგერებით გაჟღერებული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი