საყვარელო
საყვარელო, შენზე ფიქრით გათენდა ეს დილა, მე.. მე.. მე უშენიბა მტკივა.. ახლა ვხვდები სიყვარული თურმე რა ყოფილა, და ამ გრძნობამ ეს სამყარო დააკმაყოფილა. მიზეზი ხარ დღის ახლის დასაწყისის, და ვიცი, რომ ღირს შენთვის, ცხოვრება. ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ხარ ცის, შენი ყურებაა სიამოვნება და ვის, უყვარხარ ჩემზე მეტად მის? მიყვარხარ და მეყვარები მუდ ამ ყოველთვის! ვერ გაჩუქებ ცხოვრებას ვარდებში მოვერცხლილს, მაგრამ სულს მოგცემ! სიყვარულისთვის! მსურს გითხრა, რასაც ვერ ვათქმევინებ გულს, შენ ხარ ჩემი ერთადერთი გავხარ გაზაფხულს, ხარობს ჩემში ყველაფერი შემოდგომა მძულს, მუდამ ყვავილობა შეუძლია სიყვარულს. ჩემი ტვინი, მხოლოდ შენზე ლაპარაკობს და თავის ერთ მსმენელს, შენი მშვენებით ათრობს. ის მიყვება ამბებს, დარდობს, ანგრევს, აწყობს, ასე ყოველ წამს, შენზე ფიქრით მართობს. სიზმარშიც კი, შენ გხედავ.. სასაცილო ისაა, რომ იქაც მოსვლას ვერ ვბედავ. და თუ მაპატიებ სიჩუმეს, ჩემი ფართო გუგიანი თვალი სამუდამოდ გიყურებს! შენი ხმა, შენი თმა, შენი შეხება მიყვარს, შენი სათნოება და ხასიათი მიზიდავს, ადამიანო! შენ ხარ ჩემი ნაწილი და საერთოდ არ არსებობს ჩვენ შორის მანძილი! ჩვენ ხომ ერთად ვოცნებობთ სადმე ტყეში სახლზე, იქვე ახლოს ტბა და ღამის თენება ნავზე, მხოლოდ მე და შენ და მოგითხრობ ამბავზე, საყვარელო ამბავია ბედნიერებაზე! მესმის, ჩიტებიც როგორ გიმღერიან, რომ ვერ დატკბე ამით შეუძლებელია, სიტყვა სიყვარულიც რამდენის მთქმელია, სიყვარული ხომ ყველაფერია! 20 ოქტომბერი 2018 წელი გოგა ხულორდავა მუსიკის ლინკი ► https://youtu.be/DDgOn8cQ6Bk
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი