მოგონებანი


ისტორია აქ იწყება 
ახალგაზრდა, ორი გულის
და თანდათან მავიწყდება
ფრაგმენტები სიყვარულის

ტრფობა იყო ზეციური
ანგელოზს რომ შეშურდება 
ეს უმანკო სიყვარული 
უკუღმართად მიბრუნდება

რა დრო იყო, რომ ვხარობდით
გვაშინებდა განა რამე
სიყვარულით სავსე თვალებს 
ვუცქერ, ვტკბები მთელი ღამე 

ვხედავ როგორ მაყრის ხორკლებს
ჟრუანტელი ტანს რომ მივლის
როგორ ჩქარის წრფელი გული
ეს ღამეც მშვიდად გაივლის

ხვალ კი ჩემო დედოფალო
გათენებას როგორ ველი 
როგორ მალე შესრულდება
ერთად ყოფნის ერთი წელი

გახსოვს როცა გაგიცანი 
ვარდობის თვეს იის ბაღში 
შენთვის მორცხვად რომ იჯექი
მოქარგული მწვანე თავშლით 

გახსოვს როგორ უყურებდი
არემარეს, მწვანე მინდორს
ნეტავ ის დღე დამიბრუნდეს
არ მენახე ნეტავ იმ დროს

არ მენახა ეგ ტუჩები
გაჟღენთილი სიტკბოს სუნით
ჯერაც კიდევ უკოცნელი 
საბრალო და უცოდველი

არ მენახა ნეტავ სულაც
ნეტავ, ნეტავ არ მენახა
მაგრამ მსგავსი სილამაზე
ცხოვრებაში არ, მენახა

დღეც გათენდა ეს ნანატრი
იუბილეც დადგა ჩვენი
ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ
არაფერი დანარჩენი

სიხარულით ცას დავფრინავ
თითქოს მიმღერის ბუნება
ბედნიერი ჩემზე კაცი
ქვეყნად არსასდ მეგულება

შევციცინებთ ჩვენ ერთმანეთს
თითქოს ტკბილი სიზმარია
ვერაფერი ჩვენ ვერ გვავნებს
გვიხარია, გვიხარია

მაგრამ ყვავილს სიყვარულის
თითქოს ყუნწი მოაგლიჯეს
თითქოს გული ცუდს მიგრძნობდეს
და თიბათვე მოაბიჯებს

მოაბიჯებს ვითარც ბნელი
და წყვდიადი სამუდამო
ესეც ჩვენი განსაცდელი
ღმერთო, მინდა გემუდარო

მაგრამ აზრი არ აქვს უკვე
შენ მომისპე მე ეს გული
შენ წამართვი, შენ წამართვი
ეს უმწიკლო სიყვარული

მორიგი დილაც გათენდა
კოშმარს ვებრძოდი საშინელს
გავიღვიძე, გამოგხედე
შენი მზერა კი მაშინებს

აი მაშინ დამეუფლა
განცდა მოლოდინის ცუდის
თითქოს გული გამიქვავდა
უბედურებას რომ უცდის

თითქოს ვეღარ ვხედავ ნათელს
თითქოს თვალებს მიბნელდება
რა მემართება არ ვიცი
დღე საშინლად მითენდება

ხასიათიც შეცვლილია
აღმაფრენის გრძნობას ვკარგავ
და დაგროვილ სიმსუბუქეს
უნებურად ჰაერს ვფლანგავ

გულიც ისე აღარ მიცემს 
საგულესაც მყისვე ჩაწყდა
თითქოს ამ ბედნიერების
დიდი ძაფი უცბად გაწყდა

ამომხედე მკრთალი მზერით
ეშხიანი მაგ თვალებით
თითქოს ისე ვეღარ გგრძნობდე
სხვა დღეების განსხვავებით

თითქოს უკვე დრო მოვიდა 
დადგეს ჟამი რასაც ველით 
მაგრამ კიდევ ვერ ვიჯერებთ
ვიტანჯებით განსაცდელით

ვიტანჯებით და ჩვენს ბაგეს
ცრემლი ღვენთად ედინება
ჩვენი გულის მწუხარება
მთელს სამყაროს ეფინება

მე კრინტს ვერ ვძრავ, მეშინია
აღარა მაქვს თავი დარდის
წამით არ დავფიქრდებოდი
გაგიცვლიდი ისე ადგილს

აღსასრული ახლოვდება
შენ კი იჭერ სახეს გმირულს
სანამ მიეშურებოდე
სამუდამო ძილის პირულს

სანამ ჩამომიწვებოდეს
სულში დიდი შავი ლოდი
ერთი მახსოვს ეს მითხარი
ჩემთან მოდი, ჩემთან მოდი

ჩაგეხუტე მწოლიარეს 
აღარ შეგვწევს ძალა რამის
ვუსმენ გული როგორ ფეთქავს
დრო კი როგორ უცებ გარბის

ინარჩუნებ უშიშ სახეს
რამდენადაც არის რთული
ნელნელა ვგრძნობ აღარ ტოკავს
აღარ ფეთქავს შენი გული

ღმერთო ასე რად დამწყევლე
მე ის ისე დამაკლდება
როგორია როცა სატრფო
შენს ხელებში ჩაგაკვდება

მე კი ერთი დამრჩენია
არ გავტეხო წმინდა ფიცი
სნეულებას ვერ დააკლებ
ეს ხომ ვიცი, ეს ხომ ვიცი

რომ შევიტყეთ თავიდანვე 
თუ რა ბედი მოგველოდა
ხომ ვიცოდით რომ უმალვე
ეს ყოველი მოხდებოდა

გულს მიკაწრავს მძაფრი სევდა
რახანია ტვირთად დამაქვს
არ ვივიწყებ შეგნებულად 
სურვილიც კი ამის არ მაქვს

სამუდამოდ გემსახურო
არ მაქვს ამის მგონი რიდი
ხომ შეგპირდი მთელს ცხოვრებას
მკვდარს თუ ცოცხალს მოგიძღვნიდი

ხე ირხევა საამურად 
სანამ მდელოს ყვითლად მორთავს
ოთხმოცი წლის ბერიკაცი
მისი სატრფოს ქვასთან მოთქვამს

მოთქვამს, მოთქვამს არ ჩერდება
საფლავის ქვას ნაზად კოცნის
ეს ამინდიც აირია
ციდან წვიმის წვეთებს სტყორცნის

მოხუცი კი არ ნებდება
კიდევ უნდა თქვას სათქმელი
გულის ძახილს ვერ ელევა
წვიმამ ჩაუქრო სანთელი

ტირის, ტირის იღვრის ცრემლად
ტოვებს ნაწილს მისი გულის
ასეთია ისტორია
ერთ წლიანი სიყვარულის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი