შეხვედრა წლების შემდეგ


ლამის გაგცდით, ლამის გვერდით ჩაგიარეთ
მომიტევეთ წუთით უნდა შეგაყოვნოთ
თქვენ ის არ ხართ? ოდესღაც რომ შემიყვარეთ
გამარჯობათ, გამარჯობათ ქალბატონო

ასე უცებ ახლა თქვენც ხომ გამიხსენეთ
მოხუც გულებს დავიწყება შეჩვევიათ
რა დრო იყოო, რა დრო იყო გაიხსენეთ
თვალებში რომ, წყენა ჯერაც შეგრჩენიათ

ნებას მომცემთ? ცივ ხელებზე გეამბოროთ
მოდით სევდა საბოლოოთ გავაცოცხლოთ
ბეჭედი რომ შეგინახავთ სამახსოვროთ
დიდად გმადლობთ, დიდად გმადლობთ ქალბატონო

შემიბრალეთ, თუ კი გულით ვატარებდი
თუ ეს განცდა მარად დამრჩა საბატონოთ
გახსოვთ? როცა ჩამოვედი მატარებლით
ლობიანებს რომ მაჭმევდით ქალბატონო

გახსოვთ? სკვერში როგორ გიყურებდით?
თქვენ კი როგორ უსირცხვილოთ ამაწითლეთ
გახსოვთ? თვალებს რომ ვერ გისწორებდით?
გახსოვთ? ლექსი როცა წაგიკითხეთ?

ის თუ გახსოვთ ლაღად როგორ ვსეირნობდით
ოცნებებში მომავალს რომ ვიკეთებდით
ან ის გახსოვთ? ჩემი თმებით ერთობოდით
და სიცილით კიკინებს რომ მიკეთებდით

რამდენი რამ გვახსენდება ახლაც ტკბილად
ძალიან გთხოვთ ეს განცდები არ დატოვოთ 
შეინახეთ, მოიგონეთ მხოლოდ თბილად 
შეინახეთ, თუ ღმერთი გწამთ ქალბატონო 

შემთხვევითი ეს შეხვედრაც არ ყოფილა
ყოველ ამ დღეს თქვენი ეშხი ღვინით მათრობს
ხოდა გეტყვით, სანამ გზები გაყოფილა
თქვენი სული ჩემს სხეულში როგორ სახლობს

არაუშავს, ამ წლებმა თუ ასე უცბათ ჩაიარა 
წრფელი გულით და უსაზღვრო სიყვარულით
იუბილეს მოგილოცავთ, ქალბატონო დაიანა
აგისრულდეთ რაც ფიქრებში, ფუნჯებით  გაქვთ დახატული

აგისრულდეთ ყველა ნატვრა რაც კი გქონდეთ
და ლამაზმა პლანეტებმა თქვენს გარშემო იტრიალონ
არ არსებობს ნეტარება, რასაც თქვენ არ დაგითმობდეთ
სიცოცხლეც კი არ მინდოდეს თქვენ თუ არ გაგიზიაროთ

დედამიწას დავარქმევდი მე თქვენს სახელს
ჩემი ხმა რომ უფრო მძაფრად, უფრო მკვეთრად გაგაგონოთ
მთვარესაც კი როცა სძინავს თვალებს ახელს
და მორჩილათ შეგციცინებთ ქალბატონო

ახლა წახვალთ სახლში მშვიდად 
არ მინდა რომ სევდამ წუთუთ მაინც აგიტანოთ
ჩემს გულში კი სიყვარული რჩება დიდად
და ელვარებს სამუდამოდ ქალბატონო

დროა უკვე გავატანოთ წარსულს დარდი
ნებას მომცემთ? ბოლოჯერ რომ მოგეხვიოთ
გაიღიმეთ, ამ ღიმილით ზეცას გადრით
გაიღიმეთ  რომ სახეზე ცისარტყელა მოგეფინოთ

არ გაცივდეთ, შეიკარით გრძელი პალტო
ქოლგას გაშლით, მე ყავარჯენს მოვიმარჯვებ
არაუშავს. არაუშავს მაინც გმადლობთ 
მაინც გმადლობთ, რომ გიყვარდით ქალბატონო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი