gogagiga

იურისტი, პოეტი

● recently_active
გვერდი შექმნილია 2024 წლის 14 დეკემბერს
გოგა კემულარია — პოეტი, იურისტი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი და ბიზნესმენი. ბატონი გოგა დაიბადა ქ. ხობში, წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სამხედრო აკადემია. გავლილი აქვს ენისა და ადმინისტრირების კურსები აშშ-ში (ჩრდილოეთ კაროლინაში) და გერმანიაში, ასევე დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 2025 წლიდან GIPA-ს დოქტორანტია. არის სამხედრო აკადემიის ლექტორი (სამხედრო სამართლის, ტაქტიკის, ადმინისტრირებისა და HR მიმართულებით). ბატონი გოგა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე და ვეტერანია. ორგზის იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მუშაობდა მეთაურად, ოპერაციების დამგეგმავად და ინგლისურენოვან თარჯიმან-კურატორად. დაჯილდოებულია ღირსების მედლით, მიღებული აქვს ნატოს სამხედრო მედლები და საპატიო სიგელები სამხედრო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. სამხედრო საქმიანობის პარალელურად ის ეწევა ლიტერატურულ და შემოქმედებითი საქმიანობას, არის პოეტური კრებულების, პროზისა და გამონათქვამების ავტორი. მისი ნაშრომები შესულია ქართველი პოეტების ანთოლოგიაში. მისი ინგლისურენოვანი კრებული (Wise quotes for a better life) და წიგნი „სიტყვები, რომლებიც შეგცვლის“ იყიდება Amazon-ზე (გაყიდულია 3,000-ზე მეტი ეგზემპლარი 58 ქვეყანაში). არის საქართველოს მწერალთა კავშირისა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. ავტორია ცნობილი სიმღერის „ტანგო“ (ასრულებს სოფო ბედია).

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი