დასაწყისის დასაწყისი


დარდი დარდიან დარდებს დასდევს და
ყველა ოცნებაც სადღაც მთავრდება,
ოხ ეს მოგონებაც როგორ მახრჩობს,
ვზივარ, მე ვცდილობ და თავსაც ვართობ,
ღამე ღამდება, ღამის ღიმღამით
ფონი დაკარგა, გახდა, ტიალი
მთვარე ღალატობს, ვარსკვლავს ღრუბლებთან
ისმის, ტკაცუნი გვერდით ღუმელთან.
დრო და დრო დამყვა, დარდი დუმილის
თითქოს არ შემრჩა,აღარც სურვილი
ბრძოლის ან წინსვლის აღარც ნამცეცა
თანამგზავრობა თავის დამჩემდა,
მაგრამ არც არაფერი მთავრდება.
რადგანაც როგორც რიგით ასეა
მე ჩემს ცხოვრებას კვლავაც მოვმართავ,
სანამ ეს გული სისხლით სავსეა
მე არ ვჩერდები და თქვენ მოგმართავ,
საკმაოდ მესმის, რაც მაკისრია,
ჩემი ცხოვრებაც არის მისია
სწორედ ამიტომ დიდი ხიბლია
რაც დასაწყისის დასაწყისია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი