ზიხარ და უნდობ, ცოდვებს ..


ზიხარ და უნდობ, ცოდვებს
საკუთარ
საკუთარ თავს და ბოღმებს
საბუდარს
საბუდარს უწყობ, გულში
კუთხეებს
კუთხეებს რითაც სულში
ურჩ ვნებებს
გასაქანს აძლევ, ზომაზე მეტად
სინდისზე მეტად, ნამუსზე მეტად,
აფასებ, ქაღალდს ქონების საზომს
და სწორედ მაშინ და სწორედ ამ დროს
სიცოცხლეს შენსას ფუჭი ერქმევა,
რა მოუხერხო, მაგ სულს ერთჯერადს
ვერ გაგიგია,რჩება თუ მორჩა
დგახარ, რიგითი ქუჩის ბოზივით
ყელზე გკიდია, ცოდვები ოხრად
უკუღმართული ავგაროზივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი