ვკანკალებ ქარში
ვკანკალებ ქარში, ვით ფოთოლი უკანასკნელი, დაე, ფიქრებმა გული ჩემი ისევ დაღადროს, გაცრეცილ ხსოვნას ვით უიღბლო შერჩი, მთამსვლელი, მთამაც გიმტყუნა, მენანები, მაგრამ რაღა დროს... სულაც რომ გავქრე, ვით ფანტელი, შენი გულიდან, რა დაგაკლდება, სხვა დროს შენთვის განა არა თოვს, ჩემი დარდი ხარ, მონატრების ერთი წუთი ხარ, ეფემერული, იდუმალი, უმისამართო. ახლა ზამთარი ისე ცივად მიყვება ქუჩას, გაკვირდებიან ულაზათო ტრუბადურები, საუბედუროდ დასასრული ყველაფერს უჩანს, დავიწყებისთვის ამიტომ ნუ დამემდურები.. შემომიღამდა, სანთლის შუქი ცასაც ანათებს, ღამის ბადაგმა უცაბედად იქნებ დამათრო, ახლა ფიქრები დაუწერელს ჰგვანან ბარათებს, შენ მგზავრი გქვია, მე კი ქუჩა უმისამართო. მარიამ მოლაშხია (მერი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი