ამოგიჩემე
ამოგიჩემე, სტრიქონებად თითქმის ვაქციე, შენი თვალები, შენი ხმა და შენი თითები.. ხან ვშლი და ხან ვწერ, საკუთარი სულის ნაწილებს, ბევრს ვიჯახირებ, მანამ, სანამ გაგერითმები.. ზოგჯერ მგონია, შენ წვიმა ხარ, მე - ზღვის ტალღები, მაფორიაქებ… თითქოს იყოს შენი მისია, მომიახლოვდი, ფხიზელი ვარ, ვიდრე დავთვრები… იქნებ შორს ყოფნა - სიახლოვის დასაწყისია! მარიამ მოლაშხია (მერი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი