შენი ხელები
შენი ხელები, სათნოებით სავსე განძია, შენი თვალები - დანამული ქრიზანთემები, დედამიწაზე ყველა გრძნობა თუკი ფარსია, როგორც სიმართლეს, მხოლოდ შენ თუ მოგეფერები. ვერ გამიგია…ახლა ჩუმად რატომ გინატრე? შემოიპარა აივანზე სევდა - ცინცხალი, ჰგავს განთიადი, ულაზათოდ ჩამქვრალ სინათლეს, როგორ მოგძებნო, რით გიპოვო, აბა, მითხარი… იშლება გრძნობა, ვით ფურცლიდან ძველი მელანი, და დღეს არ ვჩივი - იყოს, როგორც უფალს სწადია, ყური დაუგდე, მგონი გიხმობს ჩემი მერანი, მოსასვლელად კი, როგორც სხვა დროს, არა გცალია… იყოს ისე და, ასეც იყოს, რა გენაღვლება, თუ დაგიძახებ, მიპასუხე მხოლოდ ლექსებით, დაგეპკურება ჩემი დარდი, წვიმის წვეთებად, და მხოლოდ ასე, მხოლოდ ასე მოგეფერები. მარიამ მოლაშხია (მერი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი